უკრაინის რამდენიმე რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის

საქართველო, თბილისი - 11:15 | 22.10.2022
ნანახია: 343

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ აფეთქებების ხმა ისმის.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია რივნის, კიევის, ოდესის, ჩერნიჰივის, კიროვოგრადის, ვოლინის და ხმელნიცკის ოლქებზე.

კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლქსეი კულებამ განაცხადა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იმუშავეს. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრო და წყალმომომარაგებებში შეფერხებებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე