ლოიდ ოსტინსა და სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველო, თბილისი - 19:27 | 21.10.2022
ნანახია: 324

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

პენტაგონის ცნობით, შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ შოიგუმ და ოსტინმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში შექმნილი ვითარება.

ოსტინმა და შოიგუმ ბოლოს მოლაპარაკება 13 მაისს, სატელეფონო საუბრის დროს გამართეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე