უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 21.10.2022
ნანახია: 315

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები. ამის შესახებ კულება "ტვიტერში" წერს.

„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერელი ტანჯვის, მსხვერპლისა და განადგურების შესახებ. დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითი სისტემები და ტექნოლოგიები“, – წერს დმიტრო კულება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე