ბორის ჯონსონმა, შესაძლოა, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 20.10.2022
ნანახია: 314

ბორის ჯონსონმა, შესაძალოა, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას Times-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს „ეროვნული მნიშვნელობის“ საკითხია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონსერვატორები შესაძლოა, ერთ კანდიდატზე შეთანხდნენ.

ლიზ ტრასმა, რომელმაც თანამდებობა 6 სექტემბერს დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს გააკეთა. მან ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა.

"მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე