ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციების პაკეტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 17:21 | 20.10.2022
ნანახია: 355

ევროსაბჭოს კომისიამ დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი რუსეთისთვის ირანული წარმოების მოიერიშე დრონების Shahed-136-ების მიწოდებისთვის, რომლებიც რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის  გამოიყენა. ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

 აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაყინონ სამი ფიზიკური პირისა და ერთი ორგანიზაციის აქტივები, რომელბიც პასუხისმგებლები არიან უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაზე. ასევე მზად არიან სანქციები გაავრცელონ კიდევ ოთხ ირანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც უკვე ფიგურირებდნენ წინა სანქციების სიაში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე