ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 20.10.2022
ნანახია: 310

ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აღნიშნულ ინიციატივას, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინიმ მხარი 6 ოქტომბერს დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო ბარიერი ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამონტაჟდება. მოგვიანებით კი, შესაძლოა ჩრდილოეთის სასაზღვრო პუნქტებთანაც აშენდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე