ხარკოვის ოლქის 2 პროცენტზე ნაკლები ჯერ კიდევ რუსების ოკუპაციის ქვეშ რჩება - სინეგუბოვი

საქართველო, თბილისი - 15:37 | 20.10.2022
ნანახია: 297

ხარკოვის ოლქის 2 პროცენტზე ნაკლები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ დროისათვის დეოკუპირებულია 544 დასახლებული პუნქტი, დროებითი ოკუპაციის ქვეშ რჩება 32 დასახლება, რაც შეადგენს 2 პროცენტზე ნაკლებს“.

მისი სიტყვებით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება განაღმვითი სამუშაოები. ცოტა ნის წინ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ნაღმის აფეთქების შედეგად ორი მაშველი დაიღუპა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე