დავარღვიეთ დაპირებები, რომელიც ამომრჩევლებს მივეცით - ბრიტანეთის შს მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 20.10.2022
ნანახია: 300

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ არა მხოლოდ დავარღვიეთ ძირითადი დაპირებები, რომელიც ჩვენს ამომრჩევლებს მივეცით, არამედ სერიოზული შეშფოთება მაქვს ამ მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, როგორიცაა მიგრაციის საერთო რაოდენობის შემცირება და არალეგალური მიგრაციის შეჩერება", - აღნიშნა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე