ნატო საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინას უახლოეს დღებში მიაწვდის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 21:15 | 18.10.2022
ნანახია: 310

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინას უახლოეს დღეებში გადასცემს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.  

მისი თქმით, აღნიშნული სისტემებით უკრაინა შეძლებს, თავი დაიცვას დრონებისგან, მათ შორის ირანული წარმოების დრონებისგანაც, რომელსაც რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ შევასრულოთ ალიანსის წევრების დაპირება - გააძლიერონ და მიაწოდონ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს {უკრაინას} დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დრონების კონკრეტულ საფრთხეს, მათ შორის ირანის მხრიდან,“ - განაცხადა დტოლტენბერგმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე