უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა და ჩეჩნების გენოციდი დაგმო

საქართველო, თბილისი - 17:00 | 18.10.2022
ნანახია: 321

უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს.

ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი.

გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე