ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 18.10.2022
ნანახია: 297

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია "ენერგოატომზე" დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო სამსახურის უფროსზე ოლეგ კოსტიუკოვზე და სადგურის გენერალური დირექტორის თანაშემწეზე ოლეგ ოშეკზე.

ენერგოატომში აღნიშნავენ, რომ მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შეაახებ ახლა არაფერია ცნობილი.

კომპანია მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელო გროსისა და მსოფლიო საზოგადოებას მიმართონ ყველა შესაძლო ღონისძიებას ტყვეობიდან ენერგოატომის თანამშრომლების გასათავისუფლებლად და დაეხმარონ მათ დაუბრუნდნენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე