რუსეთის ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 18.10.2022
ნანახია: 261

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 19 ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სუ-34“ ტიპის თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენის განხორციელების დროს ჩამოვარდა, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ხუთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე