რუსეთის ქალაქ ეისკში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა

საქართველო, თბილისი - 20:11 | 17.10.2022
ნანახია: 344

რუსეთის ქალაქ ეისკში (კრასნოდარის მხარე), სავარაუდოდ, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება "ტასი" ავრცელებს.

მანამდე ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე ძლიერი ხანძარია. სახოვრებელი სახლები ცეცხლის ალშია გახვეული.გამოცემა „მედუზას“ ცნობით, სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა. ადგილობრივებმა დაინახეს, რომ  თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აფეთქებები ამ დრომდე გრძელდება. ცეცხლი მრავალსართულიან სახლზე გავრცელდა. ამ დროისათვის მსხვერპლთა რაოდენობა უცნობია.

ასევე მედიის ინფორმაციით, ეისკში სახლს სუ-34 დაეცა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე უკრაინას ბომბავდა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე