გერმანია უკრაინას 500 მლნ ევროს გამოუყოფს - ბერბოკი

საქართველო, თბილისი - 15:52 | 17.10.2022
ნანახია: 279

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 500 მლნ ევროს მოცულობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში სწავლებას 15 ათასი უკრაინელი სამხედრო გაივლის.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ აუცილებელია  რუსეთის მიერ ხალხის გათავისუფლებააღმოსავლეთ ურაინაში ანექსირებული ტერიტორიებიდან, სადაც მისივე თქმით, უმოწყალოდ ხვრეტენ პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„განახლებული თავდასხმები დრონებით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევის რეგიონში, ნათლად აჩვენებს იმ სისასტიკეს, რომლითაც ეს ომი გრძელდება“, - განაცხადა ბერბოკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე