რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 17.10.2022
ნანახია: 287

უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა 17 ოქტომბერს, დილით რუსეთის იერიშის შედეგად კიევში.  რაკეტა შევჩენკოს რაიონში, საცხოვრებელ სახლს მოხვდა.ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, კამიკაძე დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მანამდე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე