ყირიმის ხიდის აფეთქების გამო, ლოჯისტიკის მხრივ, რუსეთს სულ უფრო მეტი პრობლემა აქვს - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 17.10.2022
ნანახია: 310

ბრიტანეთის დაზვერვის მორიგ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად სულ უფრო რთული ხდება სამხრეთში  თავისი სამხედრო ნაწილების მომარაგება.

„რუსეთის ფედერაციის ძალებისთვის გამოწვევები სამხრეთ უკრაინაში უფრო რთული გახდა ყირმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეოს, ხიდი ნაწილობრივ გახსნილია, მაგრამ გადასასვლელზე რიგში ამ დრომდე ბევრი სატვირთო მანქანა დგას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

უკრაინის სამხრეთში დაჯგუფებების საჭიროებებისთვის, რუსები, სავარაუდოდ, გაზრდიან მარიუპოლის გავლით სახმელეთო მიწოდების ინტენსივობას, რათა ყირიმის ხიდთან დაკავშირებული პრობლემის კომპენსირება მოახდინონ. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს მარშრუტი რუსებითვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გამო, რო ხერსონის მიმართულებით ჯარიების დიდი ნაწილი დგას, ყირიმის გავლით კი მომარაგება გართულებლია. „მელიტოპოლი - ლოჯისტიკური მარშრუტების კვანძია, იქ შეინიშნება რუსული ავიაციის მნიშვნელოვანი განლაგება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე