რუსეთი უკრაინაში ეთნიკურ წმენდას ახორციელებს - ISW

საქართველო, თბილისი - 18:20 | 16.10.2022
ნანახია: 335

რუსეთი ახორციელებს უკრაინელების, მათ შორის ბავშვების მასობრივ იძულებით დეპორტაციას. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი, შესაძლოა, ატარებდეს ეთნიკურ წმენდას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არა მხოლოდ უკრაინელი მოსახლეობის გაყვანით, არამედ ამ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეების ჩასახლებით.

ISW ციტირებს რუსეთის ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინს, რომელმაც 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები ხერსონის ოლქიდან რუსეთის ტერიტორიაზე რჩებიან.

 „დღეისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს დაბომბვები {ხერსონის ოლქის}, რაც უსაფრთხო არ არის. ამიტომ თავდაპირველად იყო შეთავაზება ბავშვებისთვის - დღეისათვის,  რამდენიმე ათასი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, {ისინი} ისვენებენ დასასავენებელ სახლებში, ბავშვთა ბანაკებში“, - განაცხადა ხუსნულინმა. („ტასი“)

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ღიად აღიარებს უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან ბავშვების გადაცემას რუსული ოჯახებისთვის, ეს, შესაძლოა, იყოს გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ კონვენციის დარღვევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე