უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოლქის დეოკუპაციისათვის ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 15:18 | 16.10.2022
ნანახია: 358

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის დეოკუპაციისათვის ემზადებიან. ინფორმაციას  ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, სხვადასხვა დასახლებულ პუნტქში უკრაინის ძალებს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ. კერძოდ, გულიაპოლთან განადგურებულია საბრძოლო მასალების საცავი და დაჭრილია 20 ოკუპანტი; ტოკმაკში განადგურებულია 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაჭრილია 40-მდე რუსი სამხედრო; პოლოგოში დაჭრილია 30-მდე ოკუპანტი; კემენკო-დნიპროვსკში განადგურებულია 7 ერთეული სამხედრო ტექნიკა და დაჭრილია 40-მდე რუსი სამხედრო.

ამასთან, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა, რომელსაც კრემლი ასაიდუმლოებს, ზუსტდება.

 „დასახლებული პუნტქების ორეხოვის, კონსკიე რაზდორისა და ტოკმაკის რაიონებში დაშავებულია 100-მდე ოკუპანტი, მათ შორის 25-ზე მეტი ახლად მობილიზებულია. ბერდიანსკში განადგურებულია 4 კომპლექსი С-300“, - თქვა ფიოდოროვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე