SpaceX უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას გააგრძელებს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 16.10.2022
ნანახია: 306

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ SpaceX შემოსავლებს კარგავს, კომპანია უკრაინაში Starlink-ის სისტემის დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს.

"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლების  დაფინანსებას". – წერს ილონ მასკი.

14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს მიმართა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო კომპლექსების ექსპლუატაციის დაფინანსება თავის თავზე აეღო.

კომპანიის წერილში აღნიშნული იყო, რომ  Starlink-ს აღარ შეუძლია სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე