ირანის ციხეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ისმოდა სროლის ხმა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 16.10.2022
ნანახია: 324

თეირანში, ევინის ციხეში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. გაჩნდა ძლიერი ხანძარი. სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დაშავდა რვა ადამიანი, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, იუწყება BBC

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დაპირისპირება კრიმინალურ ელემენტებს შორის მოხდა და ხანძარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.

ირანში, ევინის ციხე პოლიტპატიმრების საპყრობილედ მოიაზრება. მასშტაბური არეულობების დროს დაკავებულები სწორედ აღნიშნულ ციხეში გადაიყვანეს.

ოპოზიციონერების გარდა, ევინის ციხეში სასჯელს იხდიან ირანელი ჟურნალისტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც პატიმრობა ირანში მიუსაჯეს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

დასავლელი უფლებადამცველები ევინის ციხეში არსებულ რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ. Human Rights Watch აცხადებს, რომ ევინის პატიმრებს აწამაბენ, არ უწევენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და ციხეში სამუდამოდ დატოვებით ემუქრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე