თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 15.10.2022
ნანახია: 311

თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

აფეთქება 14 ოქტომბერს, საღამოს ბართინის პროვინციის მაღაროში მოხდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 28 დაღუპულის შესახებ.

თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაღაროში, 300 მეტრის სიღრმეში 115 ადამიანი იმყოფებოდა, მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე