უკრაინის განადგურების განზრახვა არ გვქონია - პუტინი

საქართველო, თბილისი - 18:00 | 14.10.2022
ნანახია: 460

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინის განადგურების განზრახვა არ ჰქონია.

„ჩვენ არ დაგვისახავს მიზნად უკრაინის განადგურება. არა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა რუსმა დიქტატორმა პრესკონფერენციაზე.

პუტინმა უპასუხა შეკითხვას, შეძლებს თუ არა უკრაინა მომავალში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას. პუტინმა ასევე განახცადა, რომ უკრაინელებმა ყირიმს წყალმომარაგება შეუწყვიტეს, ამიტომ რუსულ ჯარებს "მოუხდათ შესვლა და ყირიმში წყლის გახსნა".

 კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში ყველა მიზანი მიღწეული იქნება, თუმცა ჩვეულებისამბერ თავს არიდებენ შეკითხვას თუ კონკრეტულად რას გულისხმობენ მიზნების მიღწევაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე