უკრაინამ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

საქართველო, თბილისი - 21:08 | 11.10.2022
ნანახია: 436

უკრაინამ გერმანიისგან პირველი ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სისტემის ერთი კომპლექტის გადაცემა დღეს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მოხდა.

გამოცემის ცნობით, იგეგემება სისტემის კიდევ სამი კომპლექტის გადაცემა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.

საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა. უკრაინაში მას ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გამოიყენებენ. სისტემებს შეუძლია რაკეტების განადგურება 20 კილომეტრის სიმაღლეზე 40 კილომეტრის რადიუსში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე