ლუკაშენკა და პუტინი ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 14:25 | 10.10.2022
ნანახია: 321

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობდი, ამ დაჯგუფების საფუძველი არის არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. უნდა გაცნობოთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება დაწყებულია. მგონი, ეს ორი დღეა, გრძელდება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე