კიევის ცენტრში დაბომბვებს 8 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 10.10.2022
ნანახია: 413

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის როსტისლავ სმირნოვის განცხადებით, კიევში რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

„08:45 საათის მონაცემებით, შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია -24. ხანძარი გაუჩნდა 6 ავტომობილს, 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა“, - ამბობს სმირნოვი.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტები აფეთქდა ქალაქის ცენტრში - (შევჩენკოვსკის რაიონში) და სოლომენსკის რაიონში.

ამასთან, უკრაინულ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე