უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 10.10.2022
ნანახია: 342

დღეს, 10 ოქტომბერს დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქში ჯერ ერთი აფეთქება მოხდა, შემდეგ კი მცირე ინტრევალებით სამი აფეთქების ხმა გაისმა.

ქალაქის თავზე სქელი კვამლი გამოჩნდა. დნიპროს ერთ-ერთ რაიონში დაფიქსირდა სერიოზული ნგრევა. გაჩნდა ხანძარი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭურვი ქალაქის საცხოვრებელ უბანში აფეთქდა. ხელისუფლებას ქალაქზე საჰაერო თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე