ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის

საქართველო, თბილისი - 11:09 | 10.10.2022
ნანახია: 332

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის.

ქალაქის ზოგიერთ რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ლვოვის მერი ანდრიი სადოვი მოსახლეობას თავშესაფრებშში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 „ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. დარჩით თავშესაფრებში“, - წერს სადოვი ტელეგრამზე.

ქალაქში შეფერხებით მუშაობს მობილური კავშირიც.

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმღვანელის მაქსიმ კოზიცკის თქმით, დაფიქსირდა დარტყმები ლვოვის ოლქის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე