კიევის ცენტრში აფეთქებებია, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:41 | 10.10.2022
ნანახია: 324

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. მოსახლეობა ცდილობს, თავი მეტროსადგურებს შეაფაროს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება კიევის ცენტრალურ რაიონში მოხდა, დეტალების შესახებ ის მოგვიანებით ისაუბრებს.

ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, კიევში ერთ-ერთი რაკეტა გრუშევსკის ძეგლის რაიონში, ვლადიმირსკის ქუჩაზე აფეთქდა, ადგილზე მუშაობენ მაშველები.

ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ დნეპრშიც, რაკეტები დააფიქსირეს ოდესის ოლქშიც.

საჰაერო განგაშის სიგნალი, ამ დროისთვის, თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე