რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩათრევას ცდილობს - უკრაინის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 21:22 | 09.10.2022
ნანახია: 374

რუსეთი  უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩათრევას ცდილობს, ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

ჩვენ ვხედავთ ზომებს, რომელსაც რუსეთი ატარებს იმისათვის, რომ ბელარუსის ხელისუფლება აიძულოს ჩაერთოს ღია ომში. მუდმივად იმართება პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრები, სადაც განიხილება ეს საკითხი და პუტინი ცდილობს ლკაშენკას ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს“, - განაცხადა მან სატელევიზო ეთერში.

სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ამჟამად უკრაინის საზღვრის გასწვრივ და მის უშუალო სიახლოვეს მობილიზებულია ექვსი სამხედრო ქვედანაყოფი.

მათ შორის არის მექანიზირებული ბატალიონები, საჰაერო-სადესანტო ჯარების ბატალიონები და სპეცრაზმი.

ამასთან, დაზვერვაში ამბობენ, რომ თავად ლუკაშენკა კატეგორიულად ეწინააღმდგება უკრაინაში ბელარუსული ჯარის მონაწილეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე