თელავში 26 წლის ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 19:02 | 09.10.2022
ნანახია: 383

თელავში ქალი მოკლეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 26 წლის ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა.

დაზიანებები ქალს ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობა ალაზნის ქუჩაზე, მე-12 კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, კაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე