ქალაქ ლიმანში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 18:16 | 09.10.2022
ნანახია: 354

უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებელ ქალაქ ლიმანში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ინფორმაცია სამართადამცველებს ადგილობრივმა მოსახლოებამ მიაწოდა.

ერთ-ერთ საფლავში 200-მდე სამოქალაქო პირია დაკრძალული, მათ შორის არიან ბავშვებიც, მეორეში კი უკრაინელი სამხედროები არიან დასაფლავებული.

თვითმხილველის თქმით, მან 20 უკრაინელი ჯარისკაცი რუსი სამხედროების ბრძანებით დაასაფლავა. დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე