რუსული მხარის განცხადებით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 08.10.2022
ნანახია: 404

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა  "Meduza" რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედგად დაიღუპა სამი ადამიანი. სავარაუდოდ, ისინი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები არიან. ავტომობილი იმყოფებოდა სატვირთო მანქანის გვერდით, რომელიც აფეთქდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსული მხარის განცხადებით, წყლიდან უკვე ამოიყვანეს ორი ცხედარი. მათი ვინაობა დგინდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე