ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას - უკრაინული მედია

საქართველო, თბილისი - 13:23 | 08.10.2022
ნანახია: 441

ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. ამის შესახებ უკრაინული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის წყაროს მონაცემებით, ყირიმის ხიდის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების ძალების სპეცოპერაციია.

ამასთან, სპეცსამსახურებს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ოკუპანტ რუსეთთან აკავშირებს, ძლიერი ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სარკინიგზო ხაზზე ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. 

ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, რომ მნიშვნელოვნად დაზიანებული და დანგრეულია საავტომობილო გზის ნაწილიც.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ხიდზე ინციდენტი ნავთობის ცისტერნის აფეთქებამ გამოიწვია. ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე