ყირიმის ხიდი იწვის

საქართველო, თბილისი - 10:05 | 08.10.2022
ნანახია: 318

ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ოკუპანტ რუსეთთან აკავშირებს ძლიერი ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სარკინიგზო ხაზზე ნავთობის ცისტერნას უკიდია. 

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოები, რომ მნიშვნელოვნად დაზიანებული და დანგრეულია საავტომობილო გზის ნაწილიც.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით ხიდზე ინციდენტი ნავთობის ცისტერნის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ყირიმის ხიდზე ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

ჯერჯერობით, რაიმე განმარტება არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე