ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ

საქართველო, თბილისი - 21:24 | 04.10.2022
ნანახია: 368

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათილად ცნო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის თანახმად, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია და ადასტურებს უკრაინის განუყოფელ სუვერენულ უფლებას აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე