რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 04.10.2022
ნანახია: 546

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას.

მანამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ იყო განსაზღვრული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე