ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის ოთხ რეგიონში გამართული „რეფერენდუმები“ აღიარა და მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

საქართველო, თბილისი - 11:58 | 04.10.2022
ნანახია: 369

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის ოთხ რეგიონში გამართული ე.წ. რეფერენდუმები აღიარა და მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფსედორეფერენდუმები ლეგიტიმურია, რომლებიც ჩატარდა „გაეროს წესდების შესაბამისად“.

 ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები სრულად გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობის ნებას და ამომჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე