რამზან კადიროვი ამბობს, რომ თავის არასრულწლოვან შვილებს უკრაინაში, ომში აგზავნის

საქართველო, თბილისი - 15:11 | 03.10.2022
ნანახია: 498

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ თავის 14-16 წლის შვილებს უკრაინაში, ომში აგზავნის.

კადიროვის თქმით, მისი შვილები მზად არიან აჩვენონ თავიანთი საბრძოლო შესაძლელობები.  

 „არასრუწლოვანი ასაკი არ უნდა გახდეს ხელის შემშლელი ჩვენი სამშობლოს დამცველებისთვის. აჰმადი, ელი და ადამი 16,15 და 14 წლისანი არიან.

დადგა დრო თავი ნამდვილ ბრძოლაში გამოიჩინონ. მათ სწრაფვას მივესალმები. მალე ისინი წინა ხაზზე გაემგზავრებიან და იქნებიან შეხების ხაზის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე“, - ამბობს კადიროვი.  

კადიროვმა განმარტა, რომ მას გამუდმებით აკრიტიკენ, რომ თითქოს მისი ნათესავები არ იბრძვიან, ამიტომ საპირისპიროს დამტკიცება გადაწყვიტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე