კადიროვი კრემლს მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 02.10.2022
ნანახია: 508

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა იფიქროს უკრაინაში მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

"ჩემი პირადი აზრით, უფრო კარდინალური ზომებია მისაღები, სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენების ჩათვლით", - აღნიშნა კადიროვმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და აღნიშნა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.