მხარს ვუჭერთ ნატო-ში იმ ქვეყნების მიღებას, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება, ამისთვის არსებობს პროცესი და ქეყნები მიყვებიან მას - ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 12:25 | 01.10.2022
ნანახია: 324

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ში იმ ქვეყნების მიღებას, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსში მიღებისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც ქვეყნები მიყვებიან.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ში იმ ქვეყნების მიღებას, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება და რომლებსაც შეუძლიათ ნატოს გაძლიერება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ნატო-ში დაჩქარებული წესით უკრაინის გაწევრიანების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განაცხდთან დაკავშირებით, ბლინკენმა თქვა, რომ „ამისთვის არსებობს პროცესი და ქეყნები მიყვებიან ამ მას“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე