ზაპოროჟიეში რუსებმა ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს - დაიღუპა 23 დამიანი

საქართველო, თბილისი - 12:40 | 30.09.2022
ნანახია: 354

ზაპოროჟიეში რუსეთის ძალებმა ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე 23, ხოლო დაიჭრა 28 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

 „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესასვლელად ადამიანები რიგში იდგნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ... ამ მომენტისთვის ცნობილია 23 დაღუპულისა და 28 დაჭრილის შესახებ. ყველა მათგანი სამოქალაქო პირია, ჩვენი თანამემამულეები, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვით, წყეულო რაშისტებო“, - წერს სტარუხი ინსტაგრამზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე