ქაბულში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 30.09.2022
ნანახია: 378

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

დაჭრილია კიდევ 40 ადამიანი. ინფორმაციას ტელეარხი Al Jazeera ავღანეთის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქება დაშთე ბარჩის რაიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში გამოცდები მიმდინარეობდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე