პუტინმა „შეცდომით მობილიზებული“ მოქალაქეების სახლში დაბრუნება მოითხოვა

საქართველო, თბილისი - 22:42 | 29.09.2022
ნანახია: 473

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მობილიზაციას ექვემდებარებიან მხოლოდ სამხედრო რეზერვისტები და მობილიზაციის დროს დაშვებული „შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდა.

 „მობილიზაციის დროს მოქალქეებისგან მოდის უამრავი ინფორმაცია ამ თემაზე, გაწვევის ორგანიზებაზე, ხარისხზე, მომარაგებაზე, ყოფით პირობებზე და სხვა საკითხებზე. ამ მობილიზაციის დროს ჩნდება ბევრი შეკითხვა. უნდა გამოსწორდეს ყველა შეცდომა და ის თავიდან უნდა ავიცილოთ მომავალში“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, აუცილებელია ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა „თუ დაშვებულია შეცდომა, უნდა გამოვასწოროთ - დავაბრუნოთ სახლში ყველა, ვინც უსაფუძვლოდ იყო გაწვეული“, - თქვა პუტინმა.   

 „ვიმეორებ, გაწვევას ექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან რეზერვში და ისინი, რომლებმაც გაიარეს სამსახური რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და აქვთ შესაბამისი გამოცდილება“, - აღნიშნა პუტინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე