მონტენეგრომ ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 22:16 | 29.09.2022
ნანახია: 327

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ექვსი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

უწყება ამის შესახებ Twitter-ზე წერს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის საელჩოს ექვსი თანამშრომელი მათი საქმიანობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, უკრაინაში რუსეთის მიერ სასტიკი ომის დაწყებიდან მონტენეგრომ ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე