პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ხელს 30 სექტემბერს მოაწერს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 29.09.2022
ნანახია: 442

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ხვალ, კრემლის დიდ სასახლეში, წმინდა გეორგიევსკის დარბაზში 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლასთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერა. ღონისძიებაზე პუტინის ვრცელი გამოსვლა იქნება“, - თქვა პესკოვმა.

მისი თქმით,  მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები გამართშა.

უკრაინა და დასავლეთი „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე