რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა

საქართველო, თბილისი - 19:26 | 27.09.2022
ნანახია: 345

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა რუსეთთან შეერთებას მისცა. ინფორმაციას BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით მეხუთედი.

გავრცელებული ცნობით, რუსეთთან შეერთებაზე თანხმობას ხერსონის რეგიონში 97%-მა მისცა ხმა, ზაპოროჟიეს რეგიონში 98%-მა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 98%-მა და ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც 98%-მა.

უკრაინა და დასავლეთი " რეფერენდუმებს" არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი შედეგები რუსეთის მიერ, წინასწარ არის დაწერილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე