საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფი გაწვევას დაქვემდებარებული რუსეთის მოქალაქეები უწყებებს მიიღებენ - რუსული მედია

საქართველო, თბილისი - 19:17 | 27.09.2022
ნანახია: 468

რუსეთის მოქალქეები, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან და ქვეყნიდან წასვლის სურვილი აქვთ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაწვევას მიიღებენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება.

„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ  რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად, რიგში დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას, მათ შორის 3,6 ათასი მსუბუქი ავტომანქანაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე