ჩვენი სულიერი მობილიზაცია ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება - რუსეთის პატრიარქი

საქართველო, თბილისი - 15:58 | 27.09.2022
ნანახია: 561

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგებისას რუსეთში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას მხარი დაუჭირა, რადგან მისი თქმით, ეს დაეხმარება რუსეთთან უკრაინის შერგებას“. იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია „ტასი“.

„ჩვენ მივაღწიეთ საბედისწერო დრომდე, საბედისწერო დროს კი უნდა განვაახლოთ ჩვენი რწმენა, გავაძლიეროთ ჩვენი ცნობიერება და მეხსიერება, ბევრ რამეს შევხედოთ სხვაგვარად, რასაც ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი ყურადღებისა და განსაკუთრებული ზრუნვის გარეშე ვუყურებდით. და, აი, მაშინ ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომლისკენაც მე ახლა ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციასაც დაეხმარება“- განაცხადა კირილმა.

მისი თქმით, ეს  საბოლოო ჯამში, დაეხმარება რუსეთსა და უკრაინასშერიგებაში, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე