ფე-ეს-ბე-მ საქართველოს საზღვართან ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა

საქართველო, თბილისი - 15:50 | 26.09.2022
ნანახია: 436

რუსეთის უშიშიროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ  საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტორი გაგზავნეს.

უწყება ამბობს, რომ საზღვარზე რუსი ჯარისკაცები იმიტომ გაიგზავნენ, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველებმა ტერიტორია საბუთების გაფორმების გარეშე არ დატოვონ. უწყება ამბობს, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

 „ჯავშანტრანსპორტიორი იმ მიმართულებით მოძრაობს მაგრამ არა საგუშაგოს აღმართვის მიზნით, ყოველი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები მოისურვებენ გაარღვიონ გამშვები პუნქტი და სასაზღვრო ფორმალობების გაფორების გარეშე დატოონ ქვეყანა. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირი „ბლოკ-პოსტი“ არ დაიდგმება“, - ამბობენ უწყებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე