რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა - ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 26.09.2022
ნანახია: 341

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვლადიმირ პუტინის ბირთვულ რიტორიკას უპასუხისმგებლო უწოდა. CBS-თან ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. კონკრეტულ ზომებზე სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა ჩვენგან გაიგოს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შედეგები საშინელი იქნება. და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, უკრაინაში პუტინის ომი უკვე წაგებულია: „მან თავიდანვე ცხადად თქვა, რომ მისი მიზანი იყო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის წაშლა. ამ მიზანმა უკვე მარცხი განიცადა. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. რუსები - არა. რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც ამ ომში აგზავნიან, ხშირად არ იციან, სად მიდიან, რას აკეთებენ. ეს არ არის ის, რისთვისაც მათ ბრძოლა უნდათ. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის. თავიანთი მიწისთვის, ისინი იბრძვიან თავიანთი სიცოცხლისთვის“, - აღნიშნა ბლინკენმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე